შინაარსზე გადასვლა

ბედნიერება

ყოველდღიურად ხალხი მუშაობს, გადარჩენისთვის იბრძვის, რაღაცნაირად უნდა არსებობა, მაგრამ ბედნიერი არაა. ბედნიერება ჩინურ იეროგლიფებს ჰგავს - როგორც იტყვიან ხოლმე - ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ხალხმა ეს იცის, მაგრამ ამდენ სიმწარეში, როგორც ჩანს, იმედს არ კარგავენ, რომ ოდესმე ბედნიერებას მიაღწევენ, თუმცა არ იციან როგორ და რა გზით.

საწყალი ხალხი! როგორ იტანჯებიან! და ამის მიუხედავად, ცხოვრება უნდათ, სიცოცხლის დაკარგვის ეშინიათ.

რევოლუციურ ფსიქოლოგიაზე რომ ხალხს რამე გაეგებოდა, შესაძლოა, სხვანაირადაც კი ეფიქრათ; მაგრამ სინამდვილეში არაფერი იციან, თავიანთ უბედურებაში უნდათ გადარჩენა და ესაა სულ.

არის სასიამოვნო და ძალიან კარგი მომენტები, მაგრამ ეს ბედნიერება არაა; ხალხს სიამოვნება ბედნიერებაში ერევა.

“პაჩანგა”, “პარანდა”, ლოთობა, ორგია; ეს მხეცური სიამოვნებაა, მაგრამ არა ბედნიერება… თუმცა არის ჯანსაღი წვეულებები ლოთობის, მხეცობების, ალკოჰოლის გარეშე და ა.შ., მაგრამ ესეც არაა ბედნიერება…

კეთილი ადამიანი ხარ? როცა ცეკვავ, როგორ გრძნობ თავს? შეყვარებული ხარ? გიყვარს ნამდვილად? რას გრძნობ, როცა საყვარელ ადამიანთან ერთად ცეკვავ? ნება მომეცით ცოტათი სასტიკი ვიყო ამ წუთებში და გითხრათ, რომ ესეც არაა ბედნიერება.

უკვე მოხუცი თუ ხარ, ეს სიამოვნებები თუ აღარ გიზიდავს, თუ ტარაკნებივით გაგძვრა გულზე; მაპატიეთ, თუ გეტყვით, რომ სხვა იქნებოდი, ახალგაზრდა და ილუზიებით სავსე რომ ყოფილიყავი.

ყოველ შემთხვევაში, რასაც არ უნდა ამბობდე, ცეკვავ თუ არ ცეკვავ, გიყვარს თუ არ გიყვარს, გაქვს თუ არა ის, რასაც ფულს უწოდებენ, შენ ბედნიერი არ ხარ, თუმცა შეიძლება პირიქით გგონია.

მთელი ცხოვრება ბედნიერებას ყველგან ეძებ და ისე კვდები, რომ ვერ იპოვე.

ლათინურ ამერიკაში ბევრი იმედოვნებს, რომ ოდესმე ლატარიაში დიდ მოგებას მოიგებს, ჰგონიათ, რომ ასე მიაღწევენ ბედნიერებას; ზოგს მართლაც მოუგია კიდეც, მაგრამ ამით ნანატრ ბედნიერებას ვერ აღწევენ.

როცა ბავშვი ხარ, ოცნებობ იდეალურ ქალზე, “ათას ერთ ღამეში” ნანახ პრინცესაზე, რაღაც არაჩვეულებრივზე; მერე მოდის ფაქტების სასტიკი რეალობა: ცოლი, პატარა ბავშვები, რომლებსაც მოვლა სჭირდებათ, რთული ეკონომიკური პრობლემები და ა.შ.

ეჭვგარეშეა, რომ ბავშვების ზრდასთან ერთად პრობლემებიც იზრდება და ზოგჯერ გადაულახავიც კი ხდება…

ბიჭი ან გოგო რომ იზრდება, ფეხსაცმელები უფრო და უფრო დიდი ხდება და ფასიც მეტი აქვს, ეს ცხადია.

როცა ბავშვები იზრდებიან, ტანსაცმელი უფრო და უფრო ძვირი ღირს; ფული თუ გაქვს, ამაში პრობლემა არაა, მაგრამ თუ არ გაქვს, საქმე ცუდადაა და საშინლად იტანჯები…

ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ასატანი იქნებოდა, კარგი ცოლი რომ გყავდეს, მაგრამ როცა საწყალ კაცს ღალატობენ, “როცა რქებს ადგამენ”, მაშინ რაში სჭირდება იქეთ-აქეთ ბრძოლა ფულის საშოვნელად?

სამწუხაროდ, არსებობს არაჩვეულებრივი შემთხვევები, შესანიშნავი ქალები, ნამდვილი თანამგზავრები სიმდიდრეშიც და უბედურებაშიც, მაგრამ, რაც ყველაზე ცუდია, მაშინ კაცმა არ იცის მათი დაფასება და სხვა ქალების გამო მიატოვებს, რომლებიც ცხოვრებას გაუმწარებენ.

ბევრი ქალწული ოცნებობს “ცისფერ პრინცზე”, სამწუხაროდ, ყველაფერი სხვაგვარად გამოდის და საქმეში ღარიბი ქალი ჯალათზე თხოვდება…

ქალის უდიდესი ილუზიაა ლამაზი სახლის ქონა და დედობა: “წმინდა ბედისწერა”, თუმცა მამაკაციც რომ კარგი აღმოჩნდეს, რაც ძალიან ძნელია, ბოლოს ყველაფერი გადის: ბიჭები და გოგოები ქორწინდებიან, მიდიან ან ცუდად ექცევიან მშობლებს და სახლი საბოლოოდ ინგრევა.

მოკლედ, ამ სასტიკ სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, ბედნიერი ხალხი არ არსებობს… ყველა საწყალი ადამიანი უბედურია.

ცხოვრებაში ბევრი ვირი გავიცანით ფულით დატვირთული, სავსე პრობლემებით, ყოველგვარი ჩხუბით, გადასახადებით გადატვირთული და ა.შ. ისინი ბედნიერები არ არიან.

რაში გჭირდება სიმდიდრე, ჯანმრთელობა თუ არ გაქვს? საწყალი მდიდრები! ზოგჯერ ისინი ნებისმიერ მათხოვარზე უბედურები არიან.

ყველაფერი გადის ამ ცხოვრებაში: გადის საგნები, ადამიანები, იდეები და ა.შ. ვისაც ფული აქვს, გადის და ვისაც არ აქვს, ისიც გადის და ნამდვილი ბედნიერება არავინ იცის.

ბევრს სურს საკუთარი თავისგან გაქცევა ნარკოტიკების ან ალკოჰოლის საშუალებით, მაგრამ სინამდვილეში ისინი არა მხოლოდ ვერ ახერხებენ ასეთ გაქცევას, არამედ, რაც ყველაზე ცუდია, ვნების ჯოჯოხეთში ხვდებიან ხაფანგში.

ალკოჰოლის, მარიხუანას ან “L.S.D.”-ს მეგობრები ქარივით ქრებიან, როცა ნარკომანი ცხოვრების შეცვლას გადაწყვეტს.

“საკუთარი თავისგან”, “საკუთარი მესგან” გაქცევით ბედნიერებას ვერ მიაღწევ. საინტერესო იქნებოდა “ხარების რქებით ხელში აყვანა”, “მეს” დაკვირვება, მისი შესწავლა ტკივილის გამომწვევი მიზეზების აღმოსაჩენად.

როცა ამდენი ტანჯვისა და სიმწარის ჭეშმარიტ მიზეზებს აღმოაჩენ, ცხადია, რაღაცის გაკეთება შეგიძლია…

თუ მოახერხებ “ჩემი თავის”, “ჩემი ლოთობის”, “ჩემი ვნებების”, “ჩემი გრძნობების” მოსპობას, რომლებიც ამდენ ტკივილს მაყენებენ გულში, ჩემი საზრუნავების მოსპობას, რომლებიც მინადგურებენ ტვინს და მავადებენ და ა.შ. და ა.შ., ცხადია, რომ მაშინ მოდის ის, რაც დროის ნაწილი არაა, ის, რაც სხეულის, გრძნობებისა და გონების მიღმაა, ის, რაც მართლაც უცნობია გაგებისთვის და რასაც ჰქვია: ბედნიერება!

უდავოა, სანამ ცნობიერება ბოთლშია ჩაკეტილი, “საკუთარ თავში”, “საკუთარ მესში”, ვერანაირად ვერ შეიცნობს კანონიერ ბედნიერებას.

ბედნიერებას ისეთი გემო აქვს, რომელიც “საკუთარ მეს”, “ჩემს თავს” არასოდეს შეუცვნია.