შინაარსზე გადასვლა

გნოსტიკური ეზოთერული სამუშაო

აუცილებელია გნოზისის შესწავლა და იმ პრაქტიკული იდეების გამოყენება, რომლებსაც ამ ნაშრომში გთავაზობთ, რათა სერიოზულად იმუშაოთ საკუთარ თავზე.

თუმცა, ჩვენ ვერ შევძლებდით საკუთარ თავზე მუშაობას ამა თუ იმ “მე”-ს გასაქრობად, თუკი წინასწარ არ დავაკვირდებოდით მას.

საკუთარ თავზე დაკვირვება საშუალებას იძლევა, რომ სინათლის სხივი შემოვიდეს ჩვენში.

ნებისმიერი “მე” თავის გამოხატულებას პოვებს თავში ერთნაირად, გულში - სხვაგვარად და სექსში - განსხვავებულად.

ჩვენ უნდა დავაკვირდეთ “მე”-ს, რომელსაც მოცემულ მომენტში ვიპოვით ჩარჩენილს, სასწრაფოდ უნდა დავინახოთ ის ჩვენი ორგანიზმის თითოეულ ამ სამ ცენტრში.

სხვა ადამიანებთან მიმართებაში, თუკი ფხიზლად და ყურადღებით ვიქნებით, როგორც გუშაგი ომის დროს, ჩვენ თვითაღმოჩენას გავაკეთებთ.

გახსოვთ, რომელ საათზე შეეხნენ თქვენს ამაოებას? თქვენს სიამაყეს? რა იყო ის, რამაც ყველაზე მეტად გაგაღიზიანათ დღის განმავლობაში? რატომ განიცადეთ ეს გაღიზიანება? რა არის მისი ფარული მიზეზი? შეისწავლეთ ეს, დააკვირდით თქვენს თავს, გულსა და სექსს…

პრაქტიკული ცხოვრება შესანიშნავი სკოლაა; ურთიერთობებში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ის “მე”-ები, რომლებიც ჩვენში დაგვაქვს.

ნებისმიერმა გაღიზიანებამ, ნებისმიერმა ინციდენტმა, შეიძლება მიგვიყვანოს, ინტიმური თვითდაკვირვების გზით, “მე”-ს აღმოჩენამდე, იქნება ეს საკუთარი თავის სიყვარული, შური, ეჭვიანობა, რისხვა, სიხარბე, ეჭვი, ცილისწამება, ვნება და ა.შ.

სანამ სხვებს გავიცნობთ, საკუთარი თავი უნდა გავიცნოთ. აუცილებელია ვისწავლოთ სხვისი თვალსაზრისის დანახვა.

თუ სხვის ადგილას დავდგებით, აღმოვაჩენთ, რომ ფსიქოლოგიური დეფექტები, რომლებსაც სხვებს ვაბრალებთ, ჩვენში უხვად მოიპოვება.

მოყვასის სიყვარული აუცილებელია, მაგრამ ვერავინ შეიყვარებს სხვებს, თუ მანამდე არ ისწავლის სხვის პოზიციაზე დადგომას ეზოთერულ მუშაობაში.

სისასტიკე კვლავაც იარსებებს დედამიწის ზურგზე, სანამ არ ვისწავლით სხვების ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენას.

მაგრამ თუ საკუთარი თავის დანახვის გამბედაობა არ გაქვს, როგორ შეგიძლია სხვების ადგილას დადგე?

რატომ უნდა ვხედავდეთ მხოლოდ სხვა ადამიანების ცუდ მხარეს?

მექანიკური ანტიპათია სხვა ადამიანის მიმართ, რომელსაც პირველად ვხვდებით, მიანიშნებს, რომ არ ვიცით მოყვასის ადგილას დადგომა, რომ არ გვიყვარს მოყვასი, რომ ჩვენი ცნობიერება ზედმეტად მძინარეა.

ძალიან არ მოგვწონს გარკვეული ადამიანი? რატომ? იქნებ სვამს? დავაკვირდეთ საკუთარ თავს… დარწმუნებული ვართ ჩვენს სათნოებაში? დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენში არ დაგვაქვს “მე” სიმთვრალისა?

უმჯობესი იქნება, რომ მთვრალი რომ დავინახოთ, რომელიც კლოუნადას აკეთებს, ვთქვათ: “ეს მე ვარ, რა კლოუნადას ვაკეთებ”.

თქვენ პატიოსანი და სათნო ქალი ხართ და ამიტომ არ მოგწონთ გარკვეული ქალბატონი; გრძნობთ მის მიმართ ანტიპათიას. რატომ? თავს ძალიან თავდაჯერებულად გრძნობთ? გჯერათ, რომ თქვენს შიგნით არ გაქვთ “მე” ვნებისა? ფიქრობთ, რომ ის ქალბატონი, რომელიც დისკრედიტირებულია სკანდალებითა და გარყვნილებით, გარყვნილია? დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს შიგნით არ არსებობს გარყვნილება და ბოროტება, რომელსაც ამ ქალში ხედავთ?

უმჯობესი იქნება, რომ ინტიმურად დააკვირდეთ საკუთარ თავს და ღრმა მედიტაციაში დაიკავოთ იმ ქალის ადგილი, რომელსაც სძულთ.

აუცილებელია გნოსტიკური ეზოთერული მუშაობის ღირებულების გაცნობიერება, აუცილებელია მისი გაგება და დაფასება, თუკი რეალურად გვსურს რადიკალური ცვლილება.

აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი მოყვასის სიყვარული, შევისწავლოთ გნოზისი და მივიტანოთ ეს სწავლება ყველა ადამიანამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეგოიზმში ჩავვარდებით.

თუ ადამიანი ეზოთერულ მუშაობას საკუთარ თავზე მიუძღვნის, მაგრამ სწავლებას სხვებს არ აძლევს, მისი შინაგანი პროგრესი ძალიან რთული ხდება მოყვასის სიყვარულის ნაკლებობის გამო.

“ვინც გასცემს, მიიღებს და რაც მეტს გასცემს, მით მეტს მიიღებს, მაგრამ ვისაც არაფერი გააჩნია, მას წაერთმევა ისიც, რაც აქვს”. ეს არის კანონი.